საქმეში ლივერპულიც ჩაერთო - ბელოტის მსურველთა რიგი უდგას

"ტორინოს" თავდამსხმელი, ანდრეა ბელოტი კიდევ ერთი ევროპული გრანდის ინტერესთა სფეროში მოექცა.
გავრცელებული ინფორმაციით, "იუვენტუსის", "მილანის", "ინტერისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" შემდეგ, 28 წლის იტალიელისთვის "ლივერპულიც" იბრძოლებს.
მიმდინარე სეზონში თავდამსხმელმა სერია ა-ში 28 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი პასი გააკეთა.
Transfermarkt-ის ვერსიით, ბელოტის სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონ ევროს შეადგენს.