დამრგვალებული რიცხვი - კარიერაში მერამდენე ტიტულს დაეუფლა პეპ გვარდიოლა?
"მანჩესტერ სიტიმ" ინგლისის ლიგის თასის ფინალში "ტოტენჰემი" (1:0) დაამარცხა და ტურნირი ზედიზედ მეოთხედ მოიგო.
აღსანიშნავია, რომ "ქალაქელთა" მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა კარიერაში 30-ე ტიტულს დაეუფლა.
"სიტიში" ესპანელმა სპეციალისტმა 9 ტიტული მოიგო - 2 პრემიერ ლიგა, 4 ლიგის თასი, 1 ინგლისის თასი, 2 ინგლისის სუპერთასი.
თავისი პირველი ტიტული 50 წლის მწვრთნელმა 2008/09 წლების სეზონში "ბარსელონაში" მოიგო.
საერთო ჯამში, გვარდიოლამ "ბლაუგრანასთან" ერთად 14 ტიტული დაისაკუთრა, კიდევ 7 ტიტულის მოგება კი "ბაიერნის" თავკაცის პოსტზე იზეიმა.
სიტიმ ტოტენჰემს ფინალი ბოლო წუთებზე მოუგო და ინგლისის ლიგის თასს ზედიზედ მეოთხედ დაეუფლა!