ავტორიზაცია

ეროვნული ლიგა - მე-10 ტურის სიმბოლური გუნდი და საუკეთესო ფეხბურთელი

ეროვნული ლიგა - მე-10 ტურის სიმბოლური გუნდი და საუკეთესო ფეხბურთელი
თარიღი 26 აპრ 2021, 10:38

ეროვნული ლიგის მეორე წრე დაიწყო და მე-10 ტურში სენსაციური შედეგები დაფიქსირდა.

წყალტუბოს "სამგურალმა" "დინამო თბილისი" გააჩერა და საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა.

ქულები დაკარგა "დინამო ბათუმმაც." აჭარულმა კლუბმა საკუთარ მოედანზე აუტსაიდერ "ტორპედოსთან" 1:1 ითამაშა.

ცენტრალური შეხვედრა "დინამო არენაზე" შედგა, სადაც "საბურთალომ" "ლოკომოტივი" 0:1 დაამარცხდა.

ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა "საბურთალოს" ნახევარმცველმა თორნიკე ძებნიაურმა, რომელიც ტურის საუკეთესო ფეხბურთელადაც დავასახელეთ.

"სამტრედიამ" მოუგებელი სერია შეწყვიტა და შინ "თელავი" დაამარცხა, "შუქურამ" კი "დილასთან" ფრე ითამაშა.