ვინ შეცვლის მოურინიოს? - ტოტენჰემი 4 სპეციალისტის კანდიდატურას განიხილავს

"ტოტენჰემის" ხელმძღვანელობამ მწვრთნელებს შორის პრიორიტეტული ვარიანტები შეარჩია, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.
გავრცელებული ინფორმაციით, სიას იულიან ნაგელსმანი ("ლაიფციგი") უდგას სათავეში.
აგრეთვე, "დეზების" შორტ-ლისტში მოხვდნენ მარსელინო ("ბილბაო"), ბრენდან როჯერსი ("ლესტერი") და რობერტო მარტინესი (ბელგიის ნაკრები).
19 აპრილს, "ტოტენჰემმა" ჟოზე მოურინიოს გათავისუფლება დაადასტურა, რომელიც კლუბში 2019 წლის ნოემბრიდან მუშაობდა.