ავტორიზაცია

ლაიფციგმა ნაგელსმანის შემცვლელი უკვე შეარჩია

ლაიფციგმა ნაგელსმანის შემცვლელი უკვე შეარჩია
თარიღი 26 Apr 2021, 21:47

"ლაიფციგმა" მთავარი მწვრთნელის პოსტზე შეიძლება ჯესი მარში დანიშნოს, რომელიც ამჟამად "ზალცბურგს" უდგას სათავეში, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, გერმანული გუნდის ამჟამინდელი თავკაცი, იულიან ნაგელსმანი მიუნხენის "ბაიერნს" ჩაიბარებს.

33 წლის გერმანელი სპეციალისტი "ლაიფციგს" მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.

მიუნხენელები კომპენსაციის სახით 20 მილიონ ევროს გადაიხდიან.