"15 მისნაირის ყოლას ვისურვებდი", - გვარდიოლას ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი ბარსელონაში გადადის
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ "ქალაქელთა" მცველი, ერიკ გარსია "ბარსელონაში" გადასვლისთვის ემზადება.
"ერიკ გარსია ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია. 15 მისნაირის ყოლას ვისურვებდი. ყოველთვის გუნდზე ფიქრობს, მწვრთნელს და დამხმარე პერსონალს ყოველთვის ეხმარება".
"უმეტესად იგი თადარიგშიც კი არ არის, რადგან "ბარსელონაში" გადასვლას აპირებს. რთული სიტუაციაა, მაგრამ რაც არის, არის", - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Goal.com.
20 წლის ესპანელი უკანახაზელი "ბარსელონას" აღზრდილია. 2020/21 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, გარსია კატალონიურ გრანდში უფასოდ დაბრუნდება, რადგან "სიტისთან" კონტრაქტის ვადა ეწურება.
ცნობისთვის, ერიკ გარსია მანჩესტერული კლუბის ღირსებას 2018 წლიდან იცავს.