ავტორიზაცია

"ცოტა ხნის წინ, შემდეგი შეტყობინება მომივიდა: "მამაშენთან ერთად უნდა მოკვდე", - პირლოს შვილს მუდმივად ემუქრებიან

"ცოტა ხნის წინ, შემდეგი შეტყობინება მომივიდა: "მამაშენთან ერთად უნდა მოკვდე", - პირლოს შვილს მუდმივად ემუქრებიან
თარიღი 26 აპრ 2021, 22:10

"იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის, ანდრეა პირლოს 17 წლის შვილმა, ნიკოლომ საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთა.

"ბებერი ქალბატონის" თავკაცის შვილის თქმით, სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელ შეტყობინებებს იღებს.

"მუდმივად ვიღებ მუქარასა და შეურაცხყოფას. ცოტა ხნის წინ, შემდეგი შეტყობინება მომივიდა: "მამაშენთან ერთად უნდა მოკვდე", - წერს ახალგაზრდა Instagram-ში.

ამ დროისთვის, პირლოს ხელმძღვანელობით "იუვენტუსი" იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, 41 წლის იტალიელი სპეციალისტი ტურინულ გრანდს მიმდინარე სეზონის დაწყების წინ ჩაუდგა სათავეში.

იუვენტუსმა დაასახელა პირობა, თუ რა შემთხვევაში შეინარჩუნებს მწვრთნელის თანამდებობას ანდრეა პირლო