ავტორიზაცია

"ვნანობ, რომ კიდევ უფრო ძლიერად არ დავარტყი", - კანტონამ კარიერის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური საქციელი გაიხსენა

"ვნანობ, რომ კიდევ უფრო ძლიერად არ დავარტყი", - კანტონამ კარიერის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური საქციელი გაიხსენა
თარიღი 27 აპრ 2021, 00:06

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ, ერიკ კანტონამ კარიერის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური საქციელი გაიხსენა - 1995 წლის 25 იანვარს, "კრისტალ პალასთან" გამართულ მატჩში გაძევების შემდეგ გულშემატკივრისთვის ფეხის ჩარტყმა.

სტადიონის დატოვებისას, ფრანგმა გაიგო, თუ როგორ მიაყენა "არწივების" ერთ-ერთმა გულშემატკივარმა, 20 წლის მეტიუ სიმონსმა შეურაცხყოფა და შემდეგი სიტყვები უთხრა: "წაეთრიე შენს საფრანგეთში". საპასუხოდ, კანტონა გაექანა, სარეკლამო ბარიერს გადაახტა და გულშემატკივარს კუნგ-ფუს სტილში ფეხი მკერდში უთავაზა, შემდეგ კი სახეში ხელი დაუმატა.

სამართალწარმოების შედეგად, კანტონას 120-საათიანი საზოგადოებრივი შრომა დაეკისრა, ოქტომბრამდე აეკრძალა ინგლისის ჩემპიონატში თამაში, აგრეთვე ჯარიმის სახით 10 ათასი ფუნტის გადახდაც მოუწია.

ფილმ The United Way-სთვის ჩაწერილ ინტერვიუში კანტონამ იმის შესახებ ისაუბრა, ნანობს თუ არა თავის საქციელს.

"ათასჯერ მოუყენებიათ ჩემთვის შეურაცხყოფა და არასოდეს მომიხდენია რეაგირება, მაგრამ ზოგჯერ მოთმინებას კარგავ. მხოლოდ ერთ რაღაცას ვნანობ: მისთვის კიდევ უფრო ძლიერად უნდა დამერტყა. სიამოვნებით გავაკეთებდი ამას. 9-თვიანი დისკვალიფიკაცია მომცეს - მათ სურდათ ყველა დანარჩენისთვის მაგალითი გავმხდარიყავი. ეს უბრალოდ ამხანაგური მატჩი იყო, მაგრამ ჟურნალისტი გარეთ ხეზე იჯდა და ფოტო გადაიღო. სამწუხაროდ, არ ჩამოვარდა და მომდევნო დღეს ფოტო გაზეთებში მოხვდა. ამაზე ყველა წერდა და საფეხბურთო ასოციაციამ კიდევ უფრო მოინდომა ჩემი დასჯა".

"ფერგიუსონმა სწორი სიტყვები იპოვა, როგორც ყოველთვის. ძალიან მიყვარდა მისი პატივისცემა. ჩემთვის მამასავით იყო. როცა მწვრთნელი ფეხბურთელის მიმართ რაღაც მსგავსს აკეთებს, ის მას, კლუბსა და გულშემატკივრებს ცხოვრებას მისცემს. ყველა გვერდით დამიდგა. კლუბების უმრავლესობა ამის შემდეგ გამაგდებდა, მაგრამ "ემიუმ" ახალი კონტრაქტი შემომთავაზა. ამაშია განსხვავება "ემიუსა" და დანარჩენებს შორის", - თქვა კანტონამ.

ამ ინციდენტის შემდეგ, კანტონამ "მანჩესტერ იუნაიტედში" კიდევ ორი წელიწადი გაატარა და პრემიერ ლიგის ორი ტიტული მოიგო.

ერიკმა პროფესიონალური კარიერა 1997 წელს, 31 წლის ასაკში დაასრულა, რის შემდეგაც ფილმში გადაიღეს.

VIDEO: 26 წლის წინ, კანტონამ კუნგ-ფუს სტილში ფანს ლეგენდარული დარტყმა მიაყენა