ავტორიზაცია

მეორედან პირდაპირ მეხუთეზე - მილანი ლაციოსთან განადგურდა და ოთხეულიდან ამოვარდა [VIDEO]

თარიღი 27 აპრ 2021, 00:49

სერია ა-ს 33-ე ტურში „ლაციომ“ შინ „მილანი“ 3:0 გაანადგურა.

ანგარიშ უკვე მატჩის მე-2 წუთზე გაიხსნა, როცა ხოაკინ კორეამ ჩირო იმობილეს პასით ისარგებლა და „როსონერის“ კარის აღება შეძლო.

43-ე წუთზე ლაციალემ სხვაობა ორამდეც გაზარდა, თუმცა ლაცარის გოლი თამაშგარის გამო გაუქმდა. მიუხედავად ამისა, „ლაციომ“ ყურები არ ჩამოყარა და მეორე გოლი მაინც შეაგდო - 51-ე წუთზე ხოაკინ კორეამ დუბლი მიითვალა.

მატჩში წერტილი კი ჩირო იმობილემ, 87-ე წუთზე დასვა და „ლაციომ“ „მილანთან“ გამანადგურებელი ანგარიშითაც იმარჯვა.

ამრიგად, მეორე ადგილზე მყოფი „მილანი“ ზედიზედ მეორედ დარჩა და 66 ქულით პირდაპირ მე-5 პოზიციაზე ჩამოქვეითდა, „ლაციო“ კი 61 ქულით მეექვსეა, თუმცა ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.