ავტორიზაცია

"დატოვებს თუ არა გეგუჩაძე დინამო ბათუმს?" - პრეზიდენტის კომენტარი

"დატოვებს თუ არა გეგუჩაძე დინამო ბათუმს?" - პრეზიდენტის კომენტარი
თარიღი 27 აპრ 2021, 10:14

"ტორპედოსთან" ნათამაშები ფრის შემდეგ აქტიურად იწერება, რომ გია გეგუჩაძე "დინამო ბათუმს" დატოვებს.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი კლუბის პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ გააკეთა.

"ყოველთვის მწვრთნელია პასუხისმგებელი იმ შედეგებზე, რასაც გუნდი აფიქსირებს.

თუმცა ამ ეტაპზე, მწვრთნელის გაშვება და გია გეგუჩაძის გუნდიდან წასვლა არ განიხილება", - განაცხადა ბერიძემ.

10 ტურის შემდეგ "დინამო ბათუმს" 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.

ყუმბარისებული დარტყმა - ბათუმის დინამოს ულამაზესი გოლი ტორპედოს კარში

მორიგი სენსაცია: დინამო ბათუმმა აუტსაიდერ ტორპედოს ვერ მოუგო