ავტორიზაცია

ინტერის გოლკიპერი შესაძლოა უდინეზეში გადავიდეს

ინტერის გოლკიპერი შესაძლოა უდინეზეში გადავიდეს
თარიღი 27 აპრ 2021, 19:52

დიდი ალბათობით, "ინტერის" მეკარე, დანიელე პადელი ზაფხულში კლუბიდან წავა, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლის იტალიელი მილანელებს ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე ვერ შეუთანხმდა, რომელიც 2021 წლის 30 ივნისს ეწურება.

როგორც აღინიშნება, პადელის წინადადებით უკვე მიმართეს - "უდინეზემ", სადაც იგი 2011 წლიდან 2013 წლამდე ასპარეზობდა.

მიმდინარე სეზონში ვეტერან კარის დარაჯს "ინტერის" რიგებში ერთი მატჩიც კი არ ჩაუტარებია.