ავტორიზაცია

შაქირი ლივერპულიდან წასვლას გეგმავს

შაქირი ლივერპულიდან წასვლას გეგმავს
თარიღი 27 აპრ 2021, 19:56

"ლივერპულის" თავდამსხმელმა, ხერდან შაქირიმ შესაძლოა კლუბი დატოვოს, წერს Insider Football.

გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის შვეიცარიელი კლუბიდან წასვლას ამ ზაფხულს აპირებს, რათა მეტი სათამაშო დრო მიიღოს.

მიმდინარე სეზონში შაქირიმ "ლივერპულის" მაისურით 21 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი პასი გააკეთა.