ავტორიზაცია

კრისტალ პალასი ჰოჯსონის შემცვლელად ლამპარდისა და ვიეირას კანდიდატურებს განიხილავს

კრისტალ პალასი ჰოჯსონის შემცვლელად ლამპარდისა და ვიეირას კანდიდატურებს განიხილავს
თარიღი 27 აპრ 2021, 19:59

"კრისტალ პალასის" მთავარმა მწვრთნელმა, როი ჰოჯსონმა შეიძლება კლუბი დატოვოს, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონელთა ხელმძღვანელობა 73 წლის სპეციალისტთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს.

როგორც აღინიშნება, "არწივების" თავკაცის პოსტზე დანიშვნის კანდიდატები ფრენკ ლამპარდი და პატრიკ ვიეირა არიან.

"კრისტალ პალასი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 32 მატჩში მოპოვებული 38 ქულით მე-13 ადგილს იკავებს.