"დამძიმებული გულით მივდივარ", - ნაგელსმანის პირველი განცხადება ლაიფციგიდან წასვლის შემდეგ
"ბაიერნის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა "ლაიფციგიდან" წასვლაზე კომენტარი გააკეთა.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის სპეციალისტი მიუნხენში წლიურად 8 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. მიუნხენური გრანდი კომპენსაციის სახით 20 მილიონ ევროს გადაიხდის.
"ლაიფციგს" დამძიმებული გულით დავტოვებ. განსაკუთრებულ გუნდს ვწვრთნიდი, რომელსაც დიდი შესაძლებლობები აქვს და სამუშაოდ საუკეთესო პირობები".
"ყველამ ერთად, პერსონალის ჩათვლით, კლუბისთვის ბევრი ისტორია დავწერეთ და ამის კეთებას ვაგრძელებთ. ძალიან ვამაყობ", - ციტირებს სპეციალისტის სიტყვებს "ლაიფციგის" პრესსამსახური.
ნაგელსმანმა "რეკორდმაისტერთან" 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი. სამწვრთნელო კარიერა მან "ჰოფენჰაიმში" დაიწყო, სადაც 2016 წლიდან 2019 წლამდე მუშაობდა, შემდეგ კი "ლაიფციგი" ჩაიბარა.