ავტორიზაცია

ატლეტიკომ თვალი ბენფიკას მცველს დაადგა

ატლეტიკომ თვალი ბენფიკას მცველს დაადგა
თარიღი 27 აპრ 2021, 21:00

"ბენფიკას" მცველმა, ალეხანდრო გრიმალდომ კარიერა შეიძლება "ატლეტიკოში" გააგრძელოს, წერს AS.

გავრცელებული ინფორმაციით, ესპანური კლუბი მზად არის 25 წლის ფეხბურთელში 60 მილიონი ევრო გადაიხადოს.

როგორც აღინიშნება, ლისაბონელთა ესპანელი უკანახაზელით "მანჩესტერ სიტიც" ინტერესდება.

გრიმალდოს, რომელმაც ამ სეზონში 37 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 8 ასისტი მიითვალა, "ბენფიკასთან" კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება.