ავტორიზაცია

ვალენსიას ზენიტის თავდამსხმელის შეძენა უნდა

ვალენსიას ზენიტის თავდამსხმელის შეძენა უნდა
თარიღი 28 აპრ 2021, 12:14

"ვალენსია" "ზენიტის" თავდამსხმელ სერდარ აზმუნით ინტერესდება, იტყობინება El Gol Digital.

26 წლის ფორვარდის ტრანსფერისთვის საჭირო თანხის მიღებას "ღამურები" მაქსი გომესის გაყიდვით გეგმავენ.

აზმუნისთვის ბევრი სხვა კლუბი იბრძვის, ლონდონის "არსენალის" ჩათვლით. თუმცა, "ვალენსიას" შეუძლია კონკურენტებს აჯობოს, თუ 20 მილიონ ევროიან შეთავაზებას გააკეთებს.

ირანელი შემტევი "ზენიტის" ღირსებას 2019 წლიდან იცავს. მოქმედი კონტრაქტის ვადა მას 2022 წელს ეწურება.

რუსეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში სანქტ-პეტერნურგელთა თავდამსხმელმა 22 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა.