ავტორიზაცია

ბრენდან როჯერსმა ტოტენჰემის გაწვრთნაზე უარი განაცხადა

ბრენდან როჯერსმა ტოტენჰემის გაწვრთნაზე უარი განაცხადა
თარიღი 28 აპრ 2021, 12:30

"ლესტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა "ტოტენჰემის" გაწვრთნა არ ისურვა, წერს Sky Sports.

ჩრდილოეთირლანდიელი სპეციალისტი "დეზების" ინტერესით გახარებულია, თუმცა თავის გუნდზეა კონცენტრირებული.

მიმდინარე სეზონში "მელიები" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან. როჯერსს "ლესტერში" სურს მუშაობის გაგრძელება, რათა პრემიერ ლიგის საუკეთესო ოთხეულში სტაბილურად იყოს.

მოგეხსენებათ, 19 აპრილს, "ტოტენჰემმა" ჟოზე მოურინიოს წასვლა დაადასტურა, რომელიც კლუბში 2019 წლის ნოემბრიდან მუშაობდა.