საფრანგეთის ჩემპიონატი შეიძლება 18 გუნდამდე შეამცირონ
საფრანგეთში უმაღლესი დივიზიონის მონაწილეთა რაოდენობის შემცირებას განიხილავენ, წერს Le Parisien.
საკითხი პროფესიონალური საფეხბურთო ლიგის დირექტორთა საბჭოს ბოლო სხდომაზე წამოიჭრა.
როგორც აღინიშნება, საუბარია ლიგა 1-ის 20-დან 18 კლუბამდე შემცირებაზე. თუმცა, დირექტორთა საბჭოს ზოგიერთი წარმომადგენელი, მიიჩნევს, რომ ოპტიმალური უმაღლესი დივიზიონის 16 გუნდამდე შემცირება იქნება.
ლიგა 1-ში გუნდების რაოდენობა შესაძლოა 2022/23 წლების სეზონიდან შემცირდეს. გავრცელებული ცნობით, ეს გადაწყვეტილება ტელეტრანსლაციების უფლებების ღირებულების შემცირებითაა გამოწვეული.