ავტორიზაცია

ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი ტრავმის გამო ევრო 2020-ს გამოტოვებს

ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი ტრავმის გამო ევრო 2020-ს გამოტოვებს
თარიღი 28 აპრ 2021, 20:04

"ლესტერის" გარემარბს, ჰარვი ბარნსს ტრავმის რეციდივი მოუვიდა, თქვა "მელიების" მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა პრესკონფერენციაზე.

23 წლის ინგლისელმა მცირე ოპერაცია გაიკეთა.

როგორც ვარაუდობენ, ბარნსი პრემიერ ლიგის სეზონის დარჩენილ ნაწილსა და ევროპის ჩემპიონატსაც გამოტოვებს.

მიმდინარე სეზონში ჰარვიმ "ლესტერის" რიგებში 35 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასი გააკეთა, გარდა ამისა ინგლისის ნაკრების მაისურით დებიუტი ჰქონდა.