ავტორიზაცია

ვალენსიას ესპანეთის ნაკრების ექს-მწვრთნელი ჩაიბარებს?

ვალენსიას ესპანეთის ნაკრების ექს-მწვრთნელი ჩაიბარებს?
თარიღი 28 აპრ 2021, 20:21

"ვალენსიამ" სეზონის დასრულების შემდეგ მთავარ მწვრთნელ ხავიერ გრასიასთან განშორება გადაწყვიტა.

"ღამურები" ესპანეთის ნაკრებისა და "მონაკოს" ყოფილი თავკაცის, რობერტ მორენოს მიწვევის ვარიანტს განიხილავენ, წერს AS.

მორენოს ხელმძღვანელობით ესპანეთის ნაკრებმა 9 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 7 მოიგო, ორჯერ კი ფრედ ითამაშა და ევრო 2020-ის ფინალურ ტურნირზე გავიდა.

43 წლის სპეციალისტს "ფურია როხამ" ევროპის ჩემპიონატის ბოლომდე გათვლილი სრულფასოვანი კონტრაქტი გაუფორმა, თუმცა ლუის ენრიკეს დაბრუნების შემდეგ მათ შორის კონფლიქტი მოხდა, რის შედეგადაც მორენო "მონაკოში" წავიდა, სადაც გუნდს მე-9 ადგილი დააკავებინა, ევროთასებს მიღმა დარჩა და 2020 წლის 18 ივლისს გაათავისუფლეს.

"ღამურები" მიმდინარე სეზონში 33 ტურის შემდეგ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილს იკავებს.