ავტორიზაცია

დაძაბული მატჩი: დილამ შინ სამტრედიას ვერ მოუგო [VIDEO]

თარიღი 28 Apr 2021, 20:43

ეროვნული ლიგის მე-11 ტურში გორის "დილა" "სამტრედიას" დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.

36-ე წუთზე ანგარიში გორელებმა გახსნეს, თავი კვლავ ლუკა გაგნიძემ გამოიჩინა.

მეორე ტაიმის სტარტზე იოსელიანის ჩაწოდებულს ზუსტად ერაძე დაუხვდა და ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმში მასპინძლებს უამრავი მომენტი ჰქონდათ, თუმცა ქურდაძე მოწოდების სიმაღლეზე იყო.