ოფიციალურად: ჯანო ანანიძე დინამო თბილისის ფეხბურთელია
ოფიციალურად დადასტურდა, რომ ჯანო ანანიძე კარიერას საქართველოს ჩემპიონატში გააგრძელებს.
28 წლის ნახევარმცველმა ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ "დინამო თბილისთან" კონტრაქტი უკვე გააფორმა.
"საქართველოს ნაკრების შემტევი დინამოში 7 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს
ჯანომ ჩვენს გუნდთან კონტრაქტს ხელი 1+1 სისტემით მოაწერა", - წერია განცხადებაში.
ბოლოს ჯანო "დინამო ბათუმთან" ერთად ვარჯიშობდა და დიდი იყო შანსი, ამ კლუბში ჩარიცხულიყო, თუმც შეთანხმება არ შედგა.
"რეალი თუ არ დამირეკავს, დინამო ბათუმშიც სიამოვნებით დავრჩები", - ანანიძე