ავტორიზაცია

ლილის მთავარ მწვრთნელს ნიცა ეპატიჟება

ლილის მთავარ მწვრთნელს ნიცა ეპატიჟება
თარიღი 29 აპრ 2021, 21:48

"ლილის" მთავარ მწვრთნელს, კრისტოფ გალტიეს მომავალი სეზონიდან "ნიცას" გაწვრთნას სთავაზობენ.

როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, მხარეები მოლაპარკებებს აწარმოებენ.

აღინიშნება, რომ გალტიე ამ წინადადებაზე დათანხმებისკენ იხრება.

ამ ეტაპზე, "ლილი" საფრანგეთის ჩემპიონატს ლიდერობს. 34 ტურის შემდეგ, გუნდის აქტივში 73 ქულაა და "პსჟ"-ს ერთი ქულით უსწრებს. "ნიცა" 46 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს.