ავტორიზაცია

ლევერკუზენი, იუვენტუსი და ნაპოლი სანტოსის ფორვარდისთვის იბრძოლებენ

ლევერკუზენი, იუვენტუსი და ნაპოლი სანტოსის ფორვარდისთვის იბრძოლებენ
თარიღი 29 აპრ 2021, 22:40

"სანტოსის" ფორვარდმა, კაიო ჟორჟემ კარიერა შეიძლება ევროპაში გააგრძელოს, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ინფორმაციით, "ლევერკუზენმა" 19 წლის ბრაზილიელის ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყო, თუმცა გერმანულ კლუბს მოუწევს "იუვენტუსსა" და "ნაპოლის" გაუწიოს კონკურენცია.

"სანტოსი" ფეხბურთელის სანაცვლოდ 8 მილიონ ევროსა და შემდგომი გაყიდვიდან მიღებული თანხის პროცენტს ითხოვს.

კაიოს "სანტოსის" რიგებში 59 მატჩი აქვს ჩატარებული, 9 გოლი გატანილი და ერთი შედეგიანი პასი გაკეთებული.