ავტორიზაცია

არსენალი ზაფხულში ბელერინის გაყიდვას აპირებს და შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს

არსენალი ზაფხულში ბელერინის გაყიდვას აპირებს და შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს
თარიღი 29 აპრ 2021, 23:07

"არსენალის" მცველმა, ექტორ ბელერინმა შესაძლოა კლუბი დატოვოს, წერს 90min.

გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონელები მზად არიან 26 წლის ესპანელი გაყიდონ და "ნორვიჩის" მცველი, მაქს აარონსი დაიმატონ.

მიმდინარე სეზონში ბელერინმა "არსენალის" რიგებში 32 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.

რაც შეეხება 21 წლის ინგლისელს, აარონსმა "ნორვიჩის" ღირსება 2020/21 წლების სეზონში 43 შეხვედრაში დაიცვა, 2 გოლი შეაგდო და 5 ასისტიც მიითვალა.