ავტორიზაცია

თავდაყირა დამდგარი საჩემპიონო ბრძოლა ლა ლიგაში - ვის უფრო რთული კალენდარი აქვს?

თავდაყირა დამდგარი საჩემპიონო ბრძოლა ლა ლიგაში - ვის უფრო რთული კალენდარი აქვს?
თარიღი 29 Apr 2021, 23:30

„ბარსელონას“ სენსაციური მარცხის შემდეგ, ლა ლიგის საჩემპიონო ბრძოლაში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა.

„გრანადასთან“ მოგების შემთხვევაში, კატალონიური გუნდი ერთპიროვნული ლიდერი ხდებოდა და ჩემპიონობისთვის უბრალოდ ყველა დარჩენილი მატჩის მოგებაც კი ეყოფოდა. თუმცა, „გრანადამ“ „კამპ ნოუზე“ 2:1 იმარჯვა და სიტუაცია სრულიად თავდაყირა დააყენა.

ამრიგად, დიეგო სიმეონეს მადრიდის „ატლეტიკო“ 73 ქულით ცხრილის ერთპიროვნული ლიდერი დარჩა. მეორე ადგილს 71 ქულით მადრიდის „რეალი“ იკავებს. იმდენივე ქულა აქვს „ბარსელონასაც“, თუმცა მადრიდელები კატალონიელებს ურთიერთშეხვედრებით ჯობნიან (3:1, 2:0) რასაც თანაბარი ქულების შემთხვევაში ესპანეთში მთავარი ყურადღება ეთმობა.

ბევრი არავინ ამჩნევს, მაგრამ სერიოზულად არის ჩართული საჩემპიონო ბრძოლაში „სევილიაც“, რომელიც 70 ქულით მე-4 ადგილს იკავებს. შემოგთავაზებთ 4-ვე გუნდის დარჩენილ შეხვედრებს და თავად განსაჯეთ, ვის უფრო რთული კალენდარი აქვს ლა ლიგის მიწურულს.

„ატლეტიკო“: 

ელჩე (გ)
ბარსელონა (გ)
სოსიედადი (ს)
ოსასუნა (ს)
ვალიადოლიდი (გ)

„რეალი“: 

ოსასუნა (ს)
სევილია (ს)
გრანადა (გ)
ბილბაო (გ)
ვილიარეალი (ს)

„ბარსელონა“: 

ვალენსია (გ)
ატლეტიკო (ს)
ლევანტე (გ)
სელტა (ს)
ეიბარი (გ)

„სევილია“: 

ბილბაო (ს)
რეალი (გ)
ვალენსია (ს)
ვილიარეალი (გ)
ალავესი (ს).

 

გაძევებული კუმანი, სენსაციური მარცხი - ბარსელონამ გალიდერების შანსი ხელიდან გაუშვა