ავტორიზაცია

ლაციო მზად არის ლუის ალბერტო 70 მილიონ ევროდ გაყიდოს

ლაციო მზად არის ლუის ალბერტო 70 მილიონ ევროდ გაყიდოს
თარიღი 29 აპრ 2021, 23:46

"ლაციომ" ნახევარმცველ ლუის ალბერტოს ფასი დაადო, წერს Il Messaggero.

გავრცელებული ინფორმაციით, რომაულ კლუბს 28 წლის ესპანელთან განშორება არ სურს, მაგრამ პოტენციურ მყიდველებს მისი ფასი შეუთვალა - 70 მილიონი ევრო.

ცნობისთვის, "არწივებთან" ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტის ვადა 2025 წლის ივნისში ეწურება.

მიმდინარე სეზონში ალბერტომ "ლაციოს" მაისურით 35 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.