ავტორიზაცია

"ვისაც გული არ აერეოდა, სასტარტოში იყო", - შევჩენკო ლეგენდარულ მწვრთნელზე საუბრობს, რომელიც კალაძესაც წვრთნიდა

"ვისაც გული არ აერეოდა, სასტარტოში იყო", - შევჩენკო ლეგენდარულ მწვრთნელზე საუბრობს, რომელიც კალაძესაც წვრთნიდა
თარიღი 30 აპრ 2021, 14:41

უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი შევჩენკომ, ლეგენდარულ ვალერი ლობანოვსკიზე ისაუბრა.

როგორი ადამიანი იყო ლობანოვსკი?

ის დღემდე რჩება ჩემი ცხოვრების ნაწილად. ის გვერდში მყავდა, როცა 18-დან 21 წლამდე ვიყავი, ეს კი, როგორც ფეხბურთელის, ჩემთვის ყველაზე რთული პერიოდი იყო.

მკაცრი მასწავლებელი იყო?

მკაცრზე მეტიც კი. ის გაიძულებდა ერთიდაიგივეს ათჯერ გამეორებას. ამას სიკვდილისაკენ მიმავალ გზას ვეძახდით, 16%-იან აღმართზე გვარბენინებდა. ვისაც გული არ აერეოდა - სასტარტოში იწყებდა. ვისაც აერეოდა - ნაკლებს ითამაშებდა.

სირბილის დროს გამძლეობა სწორედ ასე გამომიმუშავდა. ლობანოვსკი იყო ძალიან მკაცრი, მაგრამ გულწრფელი, ის მუდამ გვცდიდა.

ოდესმე გიფიქრიათ დანებებაზე? 

არა, არასდროს, მე მოწყურებული ვიყავი. ფული არ მინდოდა, ისედაც საკმაოდ ნორმალურად გამოვიმუშავებდით. მინდოდა წარმატებისთვის მიმეღწია იმაში, რაც მომწონდა.“ - აღნიშნა შევჩენკომ.

ლეგენდარული ვალერი ლობანოვსკი საქართველოს ნაკრების ექს-კაპიტნის, კახა კალაძის მწვრთნელიც იყო. მან სახელი „დინამო კიევში“ გაითქვა და მე-20 საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად ითვლება.