ავტორიზაცია

ტოტენჰემის ფეხბურთელის გამო, მანჩესტერმა თავისი გუნდის 6 გულშემატკივარი მკაცრად დასაჯა

ტოტენჰემის ფეხბურთელის გამო, მანჩესტერმა თავისი გუნდის 6 გულშემატკივარი მკაცრად დასაჯა
თარიღი 30 Apr 2021, 15:28

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ თავისი გუნდის ექვსი გულშემატკივარი დასაჯა „ტოტენჰემის“ შემტევის, სონ ჰეუნ მინის რასისტული შეურაცხყოფისთვის.

ამ გუნდების ბოლო დაპირისპირებაში, მსაჯმა ედინსონ კავანის გოლი იმის გამო გააუქმა, რომ იქამდე, სკოტ მაკტომინიმ სონის წინააღმდეგ თამაშის წესები დაარღვია.

მატჩის დასრულების შემდეგ, „ტოტენჰემმა“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ სონი რასისტული შეურაცხყოფების მსხვერპლი გახდა.

მანკუნიანელებმა ამ შეურაცხყოფების გამო მატჩებზე სამომავლოდ დასწრება აუკრძალეს სეზონური აბონიმენტების 3 მფლობელს, კლუბის ორ ოფიციალურ წევრს და ერთ ადამიანს, რომელიც სეზონური აბონიმენტის შეძენის რიგში იდგა.

აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sports იტყობინება.

 აღნიშნული შეხვედრა 11 აპრილს, „ტოტენჰემ სტედიუმზე“ გაიმართა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.