ავტორიზაცია

ევერტონი და ვესტ ჰემი ლაიფციგის თავდამსხმელისთვის იბრძვიან

ევერტონი და ვესტ ჰემი ლაიფციგის თავდამსხმელისთვის იბრძვიან
თარიღი 30 აპრ 2021, 19:10

"ევერტონი" და "ვესტ ჰემი" "ლაიფციგის" თავდამსხმელ ჰვან ჰი ჩჰანით ინტერესდებიან, წერს Sport1.

გავრცელებული ინფორმაციით, ორივე ინგლისური კლუბი 25 წლის სამხრეთკორეელს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შემადგენლობის გაძლიერების კანდიდატად განიხილავს.

როგორც აღინიშნება, პოტენციური ტრანსფერი დაახლოებით 15 მილიონ ევროდ ფასდება.

2020/21 წლების სეზონში ჰვან ჰი ჩჰანმა "ლაიფციგის" რიგებში 21 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი პასი გააკეთა.