ავტორიზაცია

ტოტენჰემი შეიძლება აიაქსის მწვრთნელმა ჩაიბაროს

ტოტენჰემი შეიძლება აიაქსის მწვრთნელმა ჩაიბაროს
თარიღი 30 აპრ 2021, 19:13

"აიაქსის" მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა შესაძლოა "ტოტენჰემი" ჩაიბაროს, წერს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

გავრცელებული ინფორმაციით, "დეზების" ხელმძღვანელობა 51 წლის ჰოლანდიელთან შეხვედრას გამართავს.

როგორც აღინიშნება, ტენ ჰაგი მზად არის 2021 წლის ზაფხულში "აიაქსი" დატოვოს, თუმცა ინგლისურ კლუბს მისი კანდიდატურის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

ტენ ჰაგი ამსტერდამელებს 2017 წლიდან წვრთნის. გუნდთან ერთად მან ჰოლანდიის თასი ორჯერ, ხოლო ჩემპიონატი ერთხელ მოიგო, აგრეთვე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც გავიდა.