დალოტი: "მილანი იბრაჰიმოვიჩთან ერთად უფრო ძლიერია, ვიდრე მის გარეშე"
"მილანის" მცველმა, დიოგუ დალოტმა ფორვარდ ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიმართ მის დამოკიდებულებაზე ისაუბრა, წერს SportMediaset.
"ვიცით, რომ ბოლო მატჩი სეზონის საუკეთესო არ ყოფილა. საბედნიეროდ, ფეხბურთი ამის ანაზღაურების შესაძლებლობას იძლევა".
"მილანი" მოედანზე იბრაჰიმოვიჩთან ერთად უფრო ძლიერი ჩანს, ვიდრე მის გარეშე. იბრამ გვითხრა, რომ ჩვენი საქმისადმი რწმენა არ უნდა დავკარგოთ", - ამბობს დალოტი.
ცნობისთვის, 39 წლის შვედი ამ დროისთვის ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესებს გადის. 1 მაისს, "მილანი" სერია ა-ს ეგიდით "ბენევენტოს" დაუპირისპირდება.