ავტორიზაცია

დენი ინგსი საუთჰემპტონს მიმდინარე სეზონში ვეღარ დაეხმარება?

დენი ინგსი საუთჰემპტონს მიმდინარე სეზონში ვეღარ დაეხმარება?
თარიღი 30 აპრ 2021, 19:34

"საუთჰემპტონის" მთავარმა მწვრთნელმა, რალფ ჰაზენჰიუტლმა გუნდის თავდამსხმელ დენი ინგსის ტრავმის შესახებ ისაუბრა.

შეგახსენებთ, 28 წლის ინგლისელი პრემიერ ლიგის 29-ე ტურის ეგიდით, "ტოტენჰემთან" (1:2) 21 აპრილს გამართულ გადადებულ შეხვედრაში დაშავდა.

"დენი რამდენიმე მატჩს გამოტოვებს. არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ სეზონის ბოლომდე გამოჯანმრთელებას მოასწრებს", - ციტირებს სპეციალისტის სიტყვებს BBC.

2020/21 წლების სეზონში ინგსმა "საუთჰემპტონის" მაისურით 29 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასი გააკეთა.