ავტორიზაცია

დორტმუნდს ბრაიტონის მცველი სურს, თუმცა 3 გრანდი გაუწევს კონკურენციას

დორტმუნდს ბრაიტონის მცველი სურს, თუმცა 3 გრანდი გაუწევს კონკურენციას
თარიღი 30 აპრ 2021, 19:51

"ბრაიტონის" მცველმა, ბენ უაიტმა კარიერა შესაძლოა გერმანიაში გააგრძელოს, წერს The Sun.

გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის ინგლისელისთვის "დორტმუნდი" იბრძვის.

როგორც აღინიშნება, ფეხბურთელი "პსჟ"-ს, "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "არსენალსაც" სურთ.

მიმდინარე სეზონში უაიტმა ყველა ტურნირზე ერთად 34 მატჩი ჩაატარა.