ავტორიზაცია

არტურო ვიდალს საფრანგეთის ჩემპიონატიდან მსურველი გამოუჩნდა

არტურო ვიდალს საფრანგეთის ჩემპიონატიდან მსურველი გამოუჩნდა
თარიღი 30 აპრ 2021, 19:57

"ინტერის" ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა შეიძლება კლუბი დატოვოს, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ინფორმაციით, მილანელები არ არიან მზად 33 წლის ჩილელს წლიურად 6,5 მილიონი ევრო უხადონ ხელფასის სახით.

როგორც აღინიშნება, ფეხბურთელისთვის "მარსელი" იბრძვის, რომლის მთავარი მწვრთნელი, ხორხე სამპაოლი მას ჩილეს ნაკრებში მუშაობისას წვრთნიდა.

მიუხედავად ამისა, ფრანგულ გუნდში გადასვლის შემთხვევაში, ვიდალს ანაზღაურების შემცირებაზე დათანხმება მოუწევს.

მიმდინარე სეზონში ვიდალმა "ინტერის" რიგებში 30 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი გააკეთა.