ავტორიზაცია

არანაირი ტოტენჰემი - ტენ ჰაგმა აიაქსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

არანაირი ტოტენჰემი - ტენ ჰაგმა აიაქსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
თარიღი 30 აპრ 2021, 20:03

"აიაქსის" მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა.

51 წლის სპეციალისტი ამსტერდამელებს 2017 წლის დეკემბრიდან უდგას სათავეში. 2018/19 წლების სეზონში კლუბი მისი ხელმძღვანელობით ჰოლანდიის ჩემპიონი გახდა. იგი ერედივიზიონის საუკეთესო მწვრთნელად ორჯერ დაასახელეს.

აქამდე ინგლისურ პრესაში დაიწერა, რომ ტენ ჰაგმა შესაძლოა "ტოტენჰემი" ჩაიბაროს.

30 ტურის შემდეგ, "აიაქსი" ერედივიზიონის სატურნირო ცხრილში 76 ქულით პირველ ადგილს იკავებს.