ლევერკუზენს ტრავმის გამო ალარიო სეზონის ბოლომდე გამოაკლდა
"ლევერკუზენის" თავდამსხმელი, ლუკას ალარიო 2020/21 წლების სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს.
აღნიშნულ ინფორმაციას "ფარმაცევტთა" პრესსამსახური ავრცელებს.
28 წლის არგენტინელმა სავარჯიშო სესიის მიმდინარეობისას მარჯვენა ფეიხს ბარძაყის კუნთის მყესი დაიზიანა და აღდგენითი პროცესები 6-დან 8 კვირამდე გასტანს.
2020/21 წლების სეზონში ალარიომ "ლევერკუზენის" მაისურით 33 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.