ავტორიზაცია

რატომ დგას ჩისკო უოტფორდიდან წასვლის საშიშროების წინაშე?

რატომ დგას ჩისკო უოტფორდიდან წასვლის საშიშროების წინაშე?
თარიღი 01 მაი 2021, 13:43

როგორც მოგეხსენებათ, "უოტფორდში" დანიშნულმა ჩისკო მუნიოსმა თავის გუნდს პრემიერ ლიგის საგზური ოფიციალურად გაუფორმა.

ამ წარმატების მიუხედავად, ესპანელი დამრიგებლის მომავალი "ირმებში" არის ბუნდოვანი და ამის მიზეზი სამწვრთნელი ლიცენზიაა.

თბილისის "დინამოს" ყოფილ თავკაცს ეპლ-ში მუშაობისთვის სჭირდება UEFA Pro ლიცენზიის მოპოვება - ასეთია ინგლისური ფეხბურთის წესები.

Givemesport-ის თანახმად, პირენეელი მწვრთნელი ამ საკითხზე უკვე მუშაობს და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ახალი სეზონისთვის მას პრემიერ ლიგაში სამუშაოდ ყველა საჭირო საბუთი ექნება.

ცნობისთვის, ისტორიას ახსოვს დამრიგებლები, რომლებიც UEFA Pro ლიცენზიას იღებდნენ ეპლ-ში მუშაობის პარალელურად.

უკანასკნელი ასეთი არის "ტოტენჰემის" დროებითი მთავარი მწვრთნელი, რაიან მეისონი, რომელმაც ჟოზე მოურინიო შეცვალა.

შეგახსენებთ, 40-წლის დამრიგებლის მოსვლის შემდეგ, ჰერტფორდშირელებმა 25 შეხვედრაში მოიპოვეს 17 გამარჯვება, 3 ფრე, 5 მატჩი კი დათმეს.

ბრწყინვალე მიღწევა - ჩისკოს უოტფორდი პრემიერ ლიგაში ოფიციალურად დაბრუნდა!

VIDEO: გავიხსენოთ ჩისკოს გოლი გალაქტიკოსების ეპოქის რეალის კარში