ავტორიზაცია

სიტიმ სტუმრად კრისტალ პალასს მოუგო და შესაძლოა, ხვალ ჩემპიონი ოფიციალურად გახდეს [VIDEO]

სიტიმ სტუმრად კრისტალ პალასს მოუგო და შესაძლოა, ხვალ ჩემპიონი ოფიციალურად გახდეს [VIDEO]
თარიღი 01 მაი 2021, 17:25

პრემიერ ლიგის 34-ე ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ სტუმრად „კრისტალ პალასი“ 2:0 დაამარცხა.

პირველი ტაიმი ფრედ, 0:0 დასრულდა, მეორეში კი „სიტიმ“ თავისთვის სასურველი და კომფორტული ანგარიში ორ წუთში გაინაღდა.

57-ე წუთზე სერხიო აგუერომ მოახერხა ლონდონური გუნდის კარის აღება, კიდევ ორ წუთში კი ფერან ტორესმა სხვაობა ორამდე გაზარდა და „კრისტალ პალასს“ იმედები საბოლოოდ გადაუწურა.

ამრიგად, „სიტიმ“ 80 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში უახლოეს მდევარ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უკვე 13 ქულით უსწრებს, თუმცა „წითელ ეშმაკებს“ ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

საინტერესოა, რომ თუ ხვალ, 2 მაისს, „ლივერპული“ უშუალო დაპირისპირებაში „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაამარცხებს, „სიტი“ ინგლისის ჩემპიონი ოფიციალურად გახდება.