ავტორიზაცია

მილანმა უდინეზეს 40-მილიონიანი შეთავაზებით მიმართა

მილანმა უდინეზეს 40-მილიონიანი შეთავაზებით მიმართა
თარიღი 01 მაი 2021, 17:54

„მილანი“ მზადაა, „უდინეზეს“ ნახევარმცველი, როდრიგო დე პაული შეიძინოს.

იტალიუირ პრესის ინფორმაციით, „როსონერიმ“ უდინელებს არგენტინელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო შესთავაზეს.

„უდინეზე“ ითვალისწინებს „მილანის“ ინტერესს, თუმცა დადებითი პასუხი ჯერ არ გაუცია. ამის მიზეზი ის არის, რომ „მილანის“ გარდა, ფეხბურთელით სხვა ტოპ-გუნდებიც ინტერესდებიან, მაგალითად „იუვენტუსი“ და „ინტერი“.

გამორიცხული არ არის, რომ დე პაულის ტრანსფერში სხვა ფეხბურთელებიც იქნებიან ჩართული. „მილანი“ მზადაა, არგენტინელის სანაცვლოდ იენს-პეტერ ჰაუგე და კიდევ რამდენიმე მოთამაშე დათმოს.