ავტორიზაცია

ატლეტიკომ ბეწვის ხიდზე გაიარა და თავისი მატჩი მოიგო - ჯერი რეალზე და ბარსაზეა [VIDEO]

ატლეტიკომ ბეწვის ხიდზე გაიარა და თავისი მატჩი მოიგო - ჯერი რეალზე და ბარსაზეა [VIDEO]
თარიღი 01 მაი 2021, 20:24

ლა ლიგის 34-ე ტურში მადრიდის „ატლეტიკომ“ სტუმრად „ელჩე“ მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა.

მატჩის მე-16 წუთზე ლუის სუარესმა ანგარიში გახსნა, თუმცა გოლი ვიდეორეფერიმ თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა.

ლეგალური გოლი კი „ატლეტიკომ“ 23-ე წუთზე, მარკოს ლორენტეს დახმარებით გახსნა და ეს ბურთი მატჩის მოსაგებად სიმეონეს გუნდისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

90+1 წუთზე „ელჩეს" ანგარიშის გათანაბრების შანსი მიეცა, თუმცა მასპინძელთა ფეხბურთელმა ბურთი ძელს მოარტყა.

ამრიგად, „ატლეტიკომ“ 76 ქულა დააგროვა და „რეალსა“ და „ბარსელონას“ 5 ქულით გადაასწრო, თუმცა ამ ორ უკანასკნელ გუნდს ამ ტურში მატჩი ჯერ კიდევ ჩასატარებელი აქვთ.