ავტორიზაცია

ჰავერცის დუბლი - ჩელსიმ სტემფორდ ბრიჯზე ფულემს მოუგო და ოთხეულში დამკვიდრდა [VIDEO]

ჰავერცის დუბლი - ჩელსიმ სტემფორდ ბრიჯზე ფულემს მოუგო და ოთხეულში დამკვიდრდა [VIDEO]
თარიღი 01 მაი 2021, 22:37

ინგლისის ჩემპიონატის 34-ე ტურის ეგიდით, "ჩელსიმ" შინაურ კედლებში "ფულემს" უმასპინძლა.

აღნიშნული დაპირისპირება "არისტოკრატთა" გამარჯვებით დასრულდა - 2:0.

ანგარიში მე-10 წუთზე კაი ჰავერცმა გახსნა, საგოლე გადაცემა აქტივში მეისონ მაუნტმა ჩაიწერა.

მეორე ნახევრის სტარტზევე, 49-ე წუთზე, ჰავერცმა დუბლი შეასრულა და შეხვედრაში საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ამ გამარჯვების შემდეგ, "ჩელსი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 61 ქულით მე-4 ადგილს იკავებს, "ფულემი" კი 27 ქულით გასავარდნ ზონაშია - მე-18 პოზიციაზე.

ვიდეომიმოხილვა