ავტორიზაცია

"იმედი მაქვს, ერთხელაც კაპიტანი გავხდები", - დე ლიგტმა გავრცელებულ ჭორებს ბოლო მოუღო

"იმედი მაქვს, ერთხელაც კაპიტანი გავხდები", - დე ლიგტმა გავრცელებულ ჭორებს ბოლო მოუღო
თარიღი 01 მაი 2021, 22:59

"იუვენტუსის" მცველმა, მატეის დე ლიგტმა განაცხადა, რომ სურს გუნდის კაპიტანი გახდეს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰოლანდიელ უკანახაზელს "ბარსელონაში" თამაში სურს და შეიძლება ტურინიდან აიბარგოს, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ცნობა მხოლოდ და მხოლოდ ჭორია.

"ჩემთვის "იუვეში" თამაში დიდი პატივია. იმედი მაქვს, ერთხელაც გუნდის კაპიტანი გავხდები. ეს ახლა არც ისე მნიშვნელოვანია, ბევრი ლიდერი გვყავს, რომლებიც უკვე დიდი ხანია "იუვენტუსში" თამაშობენ".

"ახლა მთავარია კარგად ვითამაშოთ, გუნდს დავეხმაროთ, მწვრთნელი კი გადაწყვეტს, ვინ იქნება კაპიტანი", - ციტირებს დე ლიგტის სიტყვებს Football Italia.

დე ლიგტი "იუვენტუსის" ღირსებას 2019 წლის ზაფხულიდან იცავს, ტურინულ გრანდს იგი "აიაქსიდან" შეუერთდა.

2020/21 წლების სეზონში 21 წლის ჰოლანდიელმა "ბებერი ქალბატონის" რიგებში 30 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.

მომავალი სეზონიდან, დე ლიგტს კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა ექნება აქტიური - რა ეღირება ჰოლანდიელი?