გოლი მნიშვნელოვან მატჩში - მიქაუტაძემ ფლეი-ოფში გაიტანა
ბელგიის იუპერ ლიგაში გადმოსასვლელ ფლეი-ოფში ერთმანეთს "სერაინგი" და "ბევერენი" დაუპირისპირდნენ.
პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ "ბევერენმა" ანგარიში 70-ე წუთზე პენალტით გაიტანა.
მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე კი "სერაინგი" შინ მარცხს გიორგი მიქაუტაძემ გადაარჩინა.
ქართვლმა ფორვარდმა მეტოქის კარი თერთმეტმეტრიანი დარტყმით აიღო და მატჩი 1:1 დასრულდა.
მიქაუტაძის ანგარიშზე უკვე 20 გოლია. ამ გუნდების განმეორებითი მატჩი კი ზუსტად ერთ კვირაში შედგება.