ავტორიზაცია

ატლეტიკოზე ზეწოლა გრძელდება - რეალმა ოსასუნა გატეხა [VIDEO]

ატლეტიკოზე ზეწოლა გრძელდება - რეალმა ოსასუნა გატეხა [VIDEO]
თარიღი 02 მაი 2021, 00:49

ლა ლიგის 34-ე ტურში მადრიდის „რეალმა“ შინ „ოსასუნა“ 2:0 დაამარცხა.

მადრიდელებს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდათ იმისთვის, რომ მეტოქე გაეტეხათ - გუნდმა, დიდი უპირატესობის მიუხედავად, პირველი გოლი 76-ე წუთზე გაიტანა - ისკომ ედერ მილიტაოს გაატანინა.

მე-80 წუთზე კი ბენზემას საგოლე პასით კაზემირომ ისარგებლა და მატჩში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამრიგად, „რეალმა“ 74 ქულა დააგროვა და ლიდერ „ატლეტიკოზე“, რომელიც 2 ქულით წინაა, ზეწოლას აგრძელებს.

ჩემპიონატის დასრულებამდე მხოლოდ 4 თამაშიღა რჩება.


თავდაყირა დამდგარი საჩემპიონო ბრძოლა ლა ლიგაში - ვის უფრო რთული კალენდარი აქვს?