ავტორიზაცია

განმარტება: ატლეტიკოსთან მატჩში, რატომ არ გაამეორებინეს პენალტი ელჩეს ფეხბურთელს?

განმარტება: ატლეტიკოსთან მატჩში, რატომ არ გაამეორებინეს პენალტი ელჩეს ფეხბურთელს?
თარიღი 02 მაი 2021, 00:57

„ელჩეს“ მიერ „ატლეტიკოსთან“ გაცუდებულმა თერთმეტმეტრიანმა უამრავი ვნებათა ღელვა გამოიწვია.

91-ე წუთზე ფიდელის მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანი ძელს მოხვდა. თუმცა, გამეორებაზე კარგად გამოჩნდა, რომ „ატლეტიკოს“ მეკარეს, იან ობლაკს ფეხი ხაზზე არ ედგა და ბევრის აზრით, შემტევს დარტყმა ახლიდან უნდა შეესრულებინა.

თუმცა, Marca-ს ინფორმაციით, ოფიციალური პირების განმარტებით, დარტყმა უნდა განმეორდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გოლკიპერი, თამაშის წესის დარღვევისას, ეპიზოდის მონაწილე ხდება.

მარტივი სიტყვებით რომ გითხრათ, მადრიდელთა მეკარეს ეს დარტყმა რომ მოეგერიებინა, ან ოდნავ მაინც შეხებოდა - „ელჩეს“ ფეხბურთელი პენალტს ახლიდან შეასრულებდა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ობლაკი ბურთს საერთოდ არ შეხებია, გამოდის, რომ მას ეპიზოდში მონაწილეობა არ მიუღია და დარტყმა ახლიდან არ უნდა შესრულებულიყო.

ამ გაცუდებული პენალტის ხარჯზე, „ატლეტიკომ" სატურნირო ცხრილში პირველი ადგილის შენარჩუნება მოახერხა.

ფოტო: საკამათო ეპიზოდი - ატლეტიკოსთან მატჩში ელჩეს პენალტი ახლიდან უნდა შეესრულებინა?

ატლეტიკომ ბეწვის ხიდზე გაიარა და თავისი მატჩი მოიგო - ჯერი რეალზე და ბარსაზეა