ავტორიზაცია

უხვგოლიანი თრილერი იტალიაში! ლაციო 4:1 იგებდა და 4:3 ძლივს მოიგო [VIDEO]

უხვგოლიანი თრილერი იტალიაში! ლაციო 4:1 იგებდა და 4:3 ძლივს მოიგო [VIDEO]
თარიღი 02 მაი 2021, 16:44

იტალიის სერია ა-ს 34-ე ტურში „ლაციომ“ შინ „ჯენოა“ უხვგოლიან თრილერში 4:3 დაამარცხა.

მატჩში ანგარიში 30-ე წუთზე ხოაკინ კორეამ გახსნა, 43-ზე კი იმობილემ პენალტით სხვაობა ორამდე გაზარდა.

თითქოს, რომაელებისთვის საგანგაშო არაფერი ხდებოდა, თუმცა 47-ე წუთზე მარუშიჩმა ბურთი საკთარ კარში ჩაჭრა და ინტრიგა დააბრუნა, რომელიც ლუის ალბერტომ ერთ წუთშივე დაასამარა და ორბურთიანი სხვაობა აღადგინა.

56-ე წუთზე ხოაკინ კორეამ დუბლი მიითვალა და თითქოს, გენუელებს საბოლოო იმედიც გადაუწურა. თუმცა...

მე-80 წუთზე სკამაკამ პენალტი ზუსტად შეასრულა, კიდევ ზუსტად ერთ წუთში კი შომუროდოვმა კიდევ ერთი ბურთი გაქვითა და „ლაციოს“ ჯოჯოხეთური ბოლო წუთები გაუნაღდა.

სიმონე ინძაგისთგვის საბედნიეროდ, „ლაციომ“ ერთბურთიანი უპირატესობა შეინარჩუნა და ურთულესი მატჩი მოიგო.

„ლაციომ“ 64 ქულა დააგროვა და ოთხეულში მყოფ „ნაპოლის“ 2 ქულით ჩამორჩება, „ჯენოა“ კი 36 ქულით მე-13 ადგილზეა.