ავტორიზაცია

აიაქსი ჰოლანდიის ჩემპიონია!

აიაქსი ჰოლანდიის ჩემპიონია!
თარიღი 02 მაი 2021, 18:52

ერედივიზიის 31-ე ტურში „აიაქსმა“ „ემენი“ 4:0 გაანადგურა.

შეხვედრაში ანგარიშ მე-10 წუთზე, ამსტერდამელთა მცველმა, იურიენ ტიმბერმა გახსნა, 61-ზე „აიაქსის“ უპირატესობა ორამდე სებასტიან ალერმა გაზარდა, რომელსაც გოლი დავი კლაასენმა გაატანინა.

მესამე გოლი დევინ რენსის ანგარიშზეა, დუშამ ტადიჩის ასისტით. საბოლოო ანგარიში კი 74-ე წუთზე კლაასენმა დააფიქსირა, რომელსაც ისევ ტადიჩმა გაატანინა.

შედეგად, „აიაქსმა“ 31 მატჩში 79 ქულა დააგროვა და ნიდერლანდების ჩემპიონი ნაადრევად გახდა. უახლოეს მდევარ „პსვ-ს“ ამსტერდამული გუნდი 15 ქულით უსწრებს.

„აიაქსისთვის“ ეს ისტორიაში 35-ე ჩემპიონობაა, მისი უახლოესი მდევარი კი „პსვ-ა“ 24 ტიტულით.