ავტორიზაცია

ვიდალმა მარსელში გადასვლაზე უარი განაცხადა

ვიდალმა მარსელში გადასვლაზე უარი განაცხადა
თარიღი 02 მაი 2021, 19:34

"ინტერის" ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა "მარსელის" წინადადება იუარა, წერს Football Italia.

გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის ჩილელი "ნერაძურიში" თავს კომფორტულად გრძნობს და გუნდში მინიმუმ კიდევ ერთი წელიწადის გატარებას აპირებს.

ვიდალი "ინტერში" 2020 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

2020/21 წლების სეზონში არტურომ მილანელთა მაისურით 30 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.