ავტორიზაცია

ნიუკასლი ზაფხულში სენ-მაქსიმენის გაყიდვას არ აპირებს

ნიუკასლი ზაფხულში სენ-მაქსიმენის გაყიდვას არ აპირებს
თარიღი 02 მაი 2021, 19:39

"ნიუკასლის" მთავარმა მწვრთნელმა, სტივ ბრიუსმა განაცხადა, რომ კლუბი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ თავდამსხმელ ალან სენ-მაქსიმენის გაშვებას არ აპირებს.

"გუნდის საუკეთესო ფეხბურთელების გაყიდვა უკანასკნელი რამ არის, რაზეც წავალთ. არ ვარ გაკვირვებული, მისით სხვა კლუბები ინტერესდებიან, ერთი შეხედვით აშკარაა, რომ ნიჭიერი ფეხბურთელია", - ციტირებს ბრიუსის სიტყვებს Chronicle Live.

2020/21 წლების სეზონში სენ-მაქსიმენმა "კაჭკაჭების" რიგებში 21 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, 24 წლის ფრანგის სატრანსფერო ღირებულება 28 მილიონ ევროს შეადგენს.